“ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ხდება რელიგიის და ტერორიზმის გაიგივება”

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ რა რისკები და საფრთხეები არსებობს საქართველოსთვის, რომლის შეიარაღებული ძალები ჩართულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ედგარ რინკევიჩის განმარტებით, როგორც საქართველოში, ასევე ლატვიაშიც არის ერთეული შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მიდიან სირიაში საბრძოლველად. თუმცა, მისი განცხადებით, ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ქვეყნის პრობლემა. ეს არის საერთაშორისო გამოწვევა, რომელსაც მსოფლიომ ერთად უნდა უპასუხოს.

“ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ხდება რელიგიის და ტერორიზმის გაიგივება. ეს მთელი მსოფლიოს საერთო პრობლემაა. ჩვენი ქვეყნიდანაც საკმაოდ ბევრი ადამიანი წავიდა სირიაში და ISIS-ის შეუერთდა. ჩვენ ყველამ უნდა გავათვიცნობიეროთ, რომ ეს არის საერთო პრობლემა და ამ გამოწვევას ერთობლივი ძალებით უნდა ვებრძოლოთ,” – აღნიშნა ედგარ რინკევიჩმა.

banner
წინა სტატიაშიკიწმარიშვილის, რაფალიანცის და თათუხაშვილის საქმეებზე ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
შემდეგი სტატიაგატაცება სოფელ ახალუბნიდან – რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს