კირკიტაძე: შიმშილობის ჩვენი აქტი შეწყდება იმ წუთიდან, რაც სააკაშვილი თავისი ნებით გლდანის ციხეს დატოვებს

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი, გადადგმულია პროცესების ნორმალიზაციისკენ,- ამის შესახებ ჟურბალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დაცით კირკიტაძემ განაცხადა, რითაც იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.

“თუმცა, ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ, ხელისუფლება ნაჩვევია, რომ ერთ რამეს ამბობს და გადათქვამს ხოლმე, ამიტომ დაველოდოთ მათ ქმედებებს, ასევე, იმას რას იტყვიან მედიკოსები, მათ შორის ის მედიკოსები, რომლებიც თვითონ ხელისუფლების მიერ შექმნილ კონსილიუმში არიან. რა თქმა უნდა, ის პირობა, რაც ვთქვით, რომ არც ერთ კლინიკასთან აქციები და დაძაბულობა არ იქნება, ეს დიდი ხნის წინ ვთქვით. შიმშილობის ჩვენი აქტიც შეწყდება იმ წუთიდან, რაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნებით და ექიმების რეკომენდაციით დატოვებს გლდანის ციხეს, სადაც არც მისი ჯანმრთელობაა გარანტირებული და არც მისი უსაფრთხოება. ჩვენ ვაცნობიერებთ რა ნაბიჯიც იქნა გადადგმული ხელისუფლების მხრიდან, არავინ გულზე მჯიღს არ იცემს და არ აღნიშნავს არაფერს, ჩვენ ბევრჯერ მოგვატყუა ხელისუფლებამ, ამიტომ როგორც კი სააკაშვილი საკუთარი ნებით და ექიმების რეკომენდაციით დატოვებს გლდანის ციხეს, შევწყვეტთ შიმშილობას,”- განაცხადა კირკიტაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავითულიანი – ვიმედოვნებ, შეთავაზების შემდეგ სააკაშვილი პირობას შეასრულებს
შემდეგი სტატიამდინარაძე: თუ სააკაშვილი არ დათანხმდა გორის ჰოსპიტალს, დადასტურდება, რომ უბრალოდ ახირებაა