დავითულიანი – ვიმედოვნებ, შეთავაზების შემდეგ სააკაშვილი პირობას შეასრულებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ სააკაშვილისთვის აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზების შემდეგ მოშიმშილე დეპუტატები შიმშილობას შეწყვეტენ.

დავითულიანი ასევე იმედოვნებს, რომ თავად მიხეილ სააკაშვილიც შეასრულებს პირობას და შეწყვეტს შიმშილობას.

„პენიტენციური დაწესებულება პატიმრის გადაყვანის თაობაზე გადაწყვეტილებას ორი კომპონენტით იღებს, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. პენიტენციურმა სისტემამ განაცხადა, რომ ვინაიდან პატიმარი შიმშილობას არ წყვეტს ციხის დაწესებულებაში, ალტერნატივა საპატიმრო დაწესებულების მიღმა, სადაც უსაფრთხოება იქნება დაცული და ყველა პირობაა, არის მრავალპროფილური კლინიკა.

იმედი მაქვს, ამ შეთავაზების შემდეგ, მოშიმშილე დეპუტატები შიმშილობას შეწყვეტენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილი თავის პირობას შეასრულებს და შიმშილობას შეწყვეტს. სააკაშვილს არჩევანი, სად იმკურნალოს, არ აქვს, ის უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო სერვისებით ციხის დაწესებულებაშიც, მაგრამ მას ალტერნატივის სახით შესთავაზეს არასაპატიმრო სამკურნალო დაწესებულება. ახლა მას შეუძლია, დაასრულოს ეს სიგიჟე და აბსურდი, ან თქვას, რომ ელენე ხოშტარიასა და მისი თანაგუნდელების ჯანმრთელობა, სიცოცხლე ემეტება, რომ მის პოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიოს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას
შემდეგი სტატიაკირკიტაძე: შიმშილობის ჩვენი აქტი შეწყდება იმ წუთიდან, რაც სააკაშვილი თავისი ნებით გლდანის ციხეს დატოვებს