კირკიტაძე სააკაშვილზე: მიუხედავად იმისა, რომ გისოსებს მიღმაა, ის ბედნიერია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და თანაგუნდელები, მის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ.

სულ ცოტა ხნის წინ დატოვა საპატიმრო დავით კირკიტაძემ, რომელიც ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

“მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ადამიანის, რომელიც შიმშილობს დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მორალურად ის არის ძალიან მხნედ. ახლა იმაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ თუ არა, უნდა ვსაუბრობდეთ, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს გარეთ და როგორც ეს მას სჩვეოდა, აკეთებდეს ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა და ჩვენი ხალხი იყოს უკეთესად. მიუხედავად იმისა, რომ ის გისოსებს მიღმა იმყოფება, ის ბედნიერია, რომ იმყოფება თავის ქვეყანაში,”- აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭოს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს- ნება მიბოძეთ, ევროსაბჭოს სახელით ჩემი გულითადი სინანული გამოვთქვა და თანავუგრძნო ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს
შემდეგი სტატიასაპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს