ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს- ნება მიბოძეთ, ევროსაბჭოს სახელით ჩემი გულითადი სინანული გამოვთქვა და თანავუგრძნო ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს- ნება მიბოძეთ, ევროსაბჭოს სახელით ჩემი გულითადი სინანული გამოვთქვა და თანავუგრძნო ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს

ევროსაბჭოს გენერალური მდივნანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნის და ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ირაკლი ღარიბაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში დაშავებულებს გამოჯანმრთელებისას გამძლეობას და სულის სიმხნევეს უსურვებს.

“ბატონო პრემიერ-მინისტრო! ბათუმში შენობის ფატალური ნგრევის ფაქტმა და მისგან გამოწვეულმა ტრაგიკულმა ადამიანურმა მსხვერპლმა დიდი მწუხარება გამოიწვია ჩემში. ნება მიბოძეთ, ევროსაბჭოს სახელით ჩემი გულითადი სინანული გამოვთქვა და თანავუგრძნო ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს, ისევე როგორც მთელ ქართველ ხალხს. ასევე მსურს დაშავებულებს გამოჯანმრთელებისას გამძლეობა და სულის სიმხნევე ვუსურვო“,- ნათქვამია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის წერილში.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – “ქართულმა ოცნებამ” მოიგო ე.წ. რეფერენდუმი
შემდეგი სტატიაკირკიტაძე სააკაშვილზე: მიუხედავად იმისა, რომ გისოსებს მიღმაა, ის ბედნიერია