კირილ ბუდანოვი – მტერს სიურპრიზები ელის

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტ კირილ ბუდანოვის თქმით, ყირიმში რუს ოკუპანტებს ახალი სიურპრიზები ელოდებათ.

“რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო არა ორი წლის წინ, არამედ ათი წლის წინ – უკრაინული ყირიმის ოკუპაციასთან ერთად. თუმცა არც უკრაინის სახელმწიფო და არც უკრაინელები არ დათანხმდნენ აგრესორის უფლების აღიარებას ყირიმის მიწაზე”, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, ოკუპანტების მიმართ ადგილობრივი უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგობა ერთი წუთითაც არ ცხრება.

“წარმატებული თავდაცვისა და კონტრშეტევისთვის ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ შავი ზღვა და ვიყოთ ყირიმის ნახევარკუნძულზე. დაკისრებული ამოცანები შესრულებულია. დაგპირდით, რომ 2023 წელს უკრაინული სპეცრაზმი ყირიმში იქნებოდა და ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. მტერს ახალი სიურპრიზები ელის და მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ ყირიმის ხიდის გამოყენებას არ ვურჩევ”, – აღნიშნა ბუდანოვმა.

banner
წინა სტატიაშიის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას – ტრამპი ბაიდენზე
შემდეგი სტატია“პირველი ქვა იმან მესროლოს, ვინც უცოდველია” – მეუფე გიორგის სკანდალური აღიარება