საქართველოს მთავრობა გადადის ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც ქართველ ხალხს სურს – ჯონ ბასი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე ეხმაურება.

“საქართველოს მთავრობა გადადის ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც ქართველ ხალხს სურს. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას,” იმუშავოს დიდი ხნის პარტნიორებთან, მხარი დაუჭიროს ხალხის მისწრაფებებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა შემთხვევა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების. აშშ ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის გვერდით,” – წერს ჯონ ბასი.

banner
წინა სტატიაშიდღეს 14:00 საათზე თბილისში კულტურის მარში გაიმართება
შემდეგი სტატია15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან