კიოლნის კარნავალი: ქალებზე 22 სექსუალური თავდასხმა მოხდა

კიოლნის კარნავალი: ქალებზე 22 სექსუალური თავდასხმა მოხდა

კიოლნის ტრადიციული კარნავალის პირველ დღეს სექსუალური ძალადობის მინიმუმ 22 შემთხვევა მოხდა – ამის შესახებ კიოლნის პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას.
სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის, მათ შორის სექსუალური თავდასხმებისთვის, სულ 190 ადამიანია დაკავებული, რომლებიც, მთავრობის განცხადებით, “ქალაქის სოციალურ-დემოგრაფიულ პროფილს შეესაბამება”.
პოლიციამ ქუჩებში პატრულირება ქალაქშის პირველი იანვრის ღამეს მომხდარი თავდასხმების შემდეგ გააძლიერა. ახალი წლის ღამეს დაახლოებით 400-მდე ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. პოლიციამ დღემდე ვერ შეძლო დამნაშავეების დაპატიმრება მათ შესახებ ინფორმაციის არქონის გამო. სამართალდამცველებმა ჯილდო 10 ათასი ევრო დააწესეს ნებისმიერი სახის ინფორმაციისთვის, რომელიც ახალი წლის ღამის ძალადობაში დამნაშავე პირებზე გაიყვანს.

 

 

banner
წინა სტატიაშისერბი მინისტრი თანამდებობიდან სექსისტური კომენტარის გამო გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიაპოლონეთის მთავრობამ თვალთვალის შესახებ სკანდალური კანონი დაამტკიცა