კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს ზურაბ მაღალაშვილი უხელმძღვანელებს

კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელად ზურაბ მაღალაშვილი დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა დღეს წარადგინა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ყოფილ დირექტორს ნანა ჯანელიძეს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 25 მარტს ამოეწურა.

ვაკანტურ თანამდებიბაზე კონკურსი 29 მარტს გამოცხადდა. კანდიდატების შესარჩევად შექმნილი იყო კულტურის მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, სადაც როგორც აკადემიის, ასევე აკადემიის არაწევრი კინემატოგრაფისტები იყვნენ გაერთიანებული.

საქართველოს კულტურის სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილება სამ კანდიდატს შორის ჰქონდა გასაკეთებელი. ესენი იყვნენ: მარინა ხოხლენკო- კალტრაიდერი, ზურაბ მაღალაშვილი და გაგა ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშისამების ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შესაძლოა, რამდენიმე სასულიერო პირი დააკავონ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ქართველი ხალხის გადასაწყვეტია მოსწონს თუ არა მას მიხეილ სააკაშვილი