გიორგი მარგველაშვილი: ქართველი ხალხის გადასაწყვეტია მოსწონს თუ არა მას მიხეილ სააკაშვილი

რას ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი მის წინამორბედზე და როგორ უყურებს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალს გიორგი მარგველაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა France 24-ის ეთერში რობერტ პარსონსთან ინტერვიუში ისაუბრა.
რობერტ პარსონსი:

რას გვეტყვით მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ახლა უკრაინის მოქალაქე და ოდესის ოლქის გუბერნატორია? საქართველოს მთავრობამ მას სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენა – როგორ ფიქრობთ, არის შესაძლებელი, რომ ის ისევ დაბრუნდეს საქართველოში?

გიორგი მარგველაშვლი:

რობერტ, პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ მე არ განვიხილავ უკრაინის მთავრობის საკითხებს. ბატონი სააკაშვილი, ახლა ჩვენი მეგობარი ერის – უკრაინის მაღალი რანგის თანამდებობის პირია და ეს მეგობარი ერი ამჟამად ძალიან რთულ სიტუაციაშია და მე არ ვაპირებ განვიხილო უკრაინის მთავრობის თანამდებობის პირები.

ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა ჩვენი დიდი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ მას ვეხმარებით საკუთარი დღის წესრიგის განვითარებაში. რაც შეეხება, სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ვფიქრობ, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია მოსწონს თუ არა და ან აინტერესებს თუ არა მისი პოლიტიკა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა.თუ მეკითხებით, მივცემდი თუ არა მას ხმას, გიპასუხებთ, რომ მე ხმას საკუთარ თავს მივცემ.

banner
წინა სტატიაშიკინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს ზურაბ მაღალაშვილი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაბოტანიკური ბაღის დირექტორსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა