კიმ ჩენ ინის მოკლული ძმა ამერიკას ინფორმაციას აწვდიდა

2017 წელს მალაიზიაში მოკლული კიმ ჩენ ინის ძმა კიმ ჩენ ნამი აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროსთან თანამშრომლობდა – The Wall Street Journal-ი წერს. გაზეთის წყაროს ინფორმაციით, მამაკაცი ამერიკული უწყების წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეხვდა. “მათ შორის კავშირი იყო” – ამბობს გამოცემის წყარო, რომელიც აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ნამი მალაიზიაში ზუსტად აგენთან შესახვედრად იყო წასული.

მაისში ციხიდან გამოუშვეს ვიეტნამის მოქალაქე ზოან ტხი ხიონი, რომელიც ნამის მკვლელობის საქმეზე იხდიდა სასჯელს. მეორე ბრალდებული, ინდონეზიელი ახალგაზრდა ქალი მარტში გაანთავისუფლეს. მათ ბრალდება სრულად მოუხსნეს.

კიმ ჩენ ნამუმ, მას შემდეგ, რაც სახეში ნივთიერება შეაყარეს და ცუდად გახდა, აეროპორტის სამედიცინო პუნქტს მიმართა, სადაც 20 წუთში გარდაიცვალა კიდეც. დაცვამ, რომელიც მას ახლდა, თქვა, რომ მისი თანმხლები პირი სამხრეთ კორეიდან არის, იმის მიუხედავად, რომ მას ჩრდილოეთ კორეის გაყალბებული დიპლომატიური პასპორტი თან ჰქონდა, რომელიც კიმ ჩოლის სახელზე იყო გაფორმებული.
ამ შეცდომამ პოლიციელები დააბნია – მათ გარდაცვლილში ამოიცნეს კიმ ჩენ ინი სუმცროსი ძმა, ამიტომ აეროპორტში დამდგარი სიკვდილის გამოძიება დაიწყეს როგორც შეკვეთილი მკვლელობის. პოლიციელებმა მხოლოდ რამდენიმე დღეში დაადგინეს, რომ ნამი მსოფლიოში ერთ-ერთი ძალიან ძლიერმოქმედი საწამლავით მოკლეს – საწამალავს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებენ.

კიმ ჩენ ნამის სიკვდილიდან ორ დღეში მალაიზიაში ორი ახალგაზრდა ქალი დააკავეს – 18 წლის ვიეტნამის მოქალაქე და 25 წლის ინდონეზიელი, ასევე, პოლიციამ ძებმნა გამოაცხადა ჩრდილოეთ კორეის ოთხ მოქალაქეზე.
ეჭვმიტანილებმა ქვეყანა მკვლელობის დღეს დატოვეს, მალაიზიამ ინტერპოლს მიმართა და მათზე “წითელი ცორკულარით” დაიწყო ძებნა.
კიდევ სამმა ეჭვმიტანილმა ჩრდილოეთ კორეას შეაფარა თავი. დააკავეს ჩრდილოეთკორეის მოქალაქე, რომელმაც ზევით აღნიშნული ორი ახალგაზრდა ქალი აეროპორტში მანქანით მიიყვანა.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთში დემონსტრაციის 700 მონაწილე დაიჭირეს
შემდეგი სტატიარუსეთი თურქეთს С-400-ებს უკვე ივლისში მიაწვდის