ყაზახეთში დემონსტრაციის 700 მონაწილე დაიჭირეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 12, 2019 01:11

ყაზახეთში დემონსტრაციის 700 მონაწილე დაიჭირეს

ორი დღის მანძილზე ყაზახეთში დემონსტრაციის 700-მდე მონაწილე დააკავეს – ქვეყნის შსს-ს წარმომადგენელმა ნურდილდა ორაზმა განაცხადა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არასანქცირებული დემონსტრაციის პირველ დღეს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს დაემთხვა, დაახლოებით 500 პირი დაიჭირეს, მომდევნო დღეს კი – 200-მდე. გარდა ამისა, დაკავებულთაგან 530 მოქალაქეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
შსს-ს ოფიციალური ვერსიით, არასანქცირებული გამოსვლების ორგანიზატორი ყაზახეთში აკრძალული ექსტრემისტული ორგანიზაცია “ყახაზეთის დემოკრატიული არჩევნები” იყო. პროტესტანტები, მათივე განმარტებით, არალეგიტიმური არჩევნების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 12, 2019 01:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,929
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics