კიევსა და მოსკოვს შორის, ყოფილ “მეგობრობის” მოედანს მარიუპოლის გმირების მოედანი ეწოდა – კლიჩკო

კიევსა და მოსკოვს შორის, ყოფილ “მეგობრობის” მოედანს მარიუპოლის გმირების მოედანი ეწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

კლიჩკო სოციალურ ქსელში წერს, რომ ობიექტებისთვის, რომლის სახელებიც აგრესორ ქვეყანასთან ასოცირდება, სახელის შეცვლის პროცედურა მარტივდება. ასევე მარტივდება უკრაინელი გმირების დაჯილდოების პროცედურაც. ინიციატივას საკრებულოს დეპუტატებმაც მხარი დაუჭირეს.

“კიევსა და მოსკოვს შორის ყოფილ მეგობრობის მოედანს მარიუპოლის გმირების მოედანი ეწოდა… დღეს კიევის საკრებულომ დაამტკიცა ქალაქის ობიექტების სახელის შეცვლის პროცედურა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებები უკვე მომზადებულია და გავლილია საჭირო პროცედურები. კიევში ჯერ კიდევ არის ათობით ქუჩა და ობიექტი, რომელიც აგრესორ ქვეყანასთან ასოცირდება. მათი სახელების გადარქმევა აქტუალურია. ამიტომ, ჩვენ ვამუშავებთ ახალ სახელებს. ამ პროცედურებისთვის დრო 9 მაისამდე გამოვყავით”, – წერს კლიჩკო.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი საქართველოში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიახომ არ შეიძლება პოლიტიკა იყოს ჭორბიურო, ჭორიკნების ერთობლიობაა „ქართული ოცნება“ – ვაშაძე გია ვოლსკის განცხადებაზე