ხომ არ შეიძლება პოლიტიკა იყოს ჭორბიურო, ჭორიკნების ერთობლიობაა „ქართული ოცნება“ – ვაშაძე გია ვოლსკის განცხადებაზე

ხომ არ შეიძლება პოლიტიკა იყოს ჭორბიურო, ჭორიკნების ერთობლიობაა „ქართული ოცნება”, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” წევრის, პირველი ვიცე – სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებას, რომ საპარლამენტო დელეგაციისთვის “ნაციონალური მოძრაობა” უკრაინაში ვიზიტის დროს პროვოკაციის მოწყობას გეგმავს.

ვაშაძის თქმით, “ქართული ოცნება” მტკიცებულებების გარეშე აყენებს მსგავს ბრალდებებს და მათ მტკიცებულება არც ბაკურიანში შეკრებაზე გაჟღერებულ ბრალდებებზე წარმოუდგენიათ, “უფრო მეტიც, აღიარეს, რომ ასეთი არ აქვთ”. ვაშაძე აცხადებს, რომ მსგავს თემებს “ქართული ოცნება” იგონებს იმისთვის, რომ მათთვის არასასურველი თემები გადაიფაროს მედიაში.

“მოგონილ ზღაპრებზე რომ სიუჟეტები და კომენტარები გაკეთდეს, ეს არის “ქართული ოცნების” მიზანი, რევოლუცია გაქრა? ახლა პროვოკაციაა უკრაინაში? სად წავიდა რევოლუცია? სამი დღე რევოლუციაზე იყო საუბარი, ანუ რევოლუციონერების ნაწილი არის დელეგაციაში წარმოდგენილი და ახლა პროვოკაციებზეა საუბარი? ამას იგონებს “ქართული ოცნება” იმისთვის, რომ გადაფაროს თემები, მაგალითად, დღეს უნდათ გადაფარონ თავის მატყუარა სახე, რომ იტყუებოდნენ, კითხვარი საჯარო არ უნდა ყოფილიყო და დღეს, ოლივერ ვარჰეისთვის გაგზავნილი ჩვენი წერილის შედეგად იძულებულები გახდნენ, რომ კითხვარი გასაჯაროვდეს, მათ უნდათ ახლა მედიასაშუალებებმა იმაზე კი არ ილაპარაკონ, როგორ იტყუებოდა “ქართული ოცნება”, არამედ ილაპარაკონ შეთხზულ სიცრუეზე,”- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიკიევსა და მოსკოვს შორის, ყოფილ “მეგობრობის” მოედანს მარიუპოლის გმირების მოედანი ეწოდა – კლიჩკო
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსულ ნავთობს ემბარგო, შესაძლოა, საფრანგეთის არჩევნების შემდგომ დაუწესოს