კიევის პოლიციამ ჟურნალისტ შეტინინის მკვლელობის ძირითადი ვერსიები ჩამოთვალა

კიევის პოლიციამ ჟურნალისტ შეტინინის მკვლელობის ძირითადი ვერსიები ჩამოთვალა

4კიევის სამართალდამცველები, ჟურნალისტ ალექსანდრ შეტინინის სიკვდილის საქმეზე, თვითმკვლელობის და პროფესიული საქმიანობის გამო მკვლელობის ვერსიებს განიხილავს.
“სანამ ყველა ფაქტი არ დადგინდება, სანამ ექსპერტიზა არ ჩატარდება, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ჩვენ ამ საქმეს განვიხილავთ, როგორც განზრახ მკვლელობას” – განაცხადა კიევის პოლიციის განყოფლების უფროსმა ანდრეი კრიშენკომ. ამასთანავე, კრიშენკოს თქმით, საქმის ყველა გარემოება იმაზე მუთითებს, რომ შეტინინმა თვითმკვლელობა ჩაიდინა. ასევე დაამატა, რომ ჟურნალისტის სახლის კარი ნამდვილად დაკეტილი იყო, მაგრამ გასაღები მის ერთ-ერთ მეგობარს ჰქონდა. სიკვდილის წინა ჩანაწერის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე მთავარმა პოლიციელმა უარი განაცხადა.

ალექსანდრ შეტინინი კიევის ბინაში 28 აგვისტოს დილით იპოვეს. სიკვდილი ცეცხლსასროლი ჭრილობით დადგა. ცხედარი ჟურნალისტის მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომლებიც მასთან დაბადების დღის მისალოცად მივიდნენ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე-ჯანყარაშვილის შეხვედრა ჩაქვში (ფოტო)
შემდეგი სტატიარა ხდებოდა ბუკიას სასტუმროში ჩაქვში