კიდევ ერთი სამგზავრო ბოინგ 737 MAX აფეთქდა ჰაერში

Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც ადის-აბებადან კენიის ქალაქ ნაირობიში მიფრინავდა, კვირა დილით აფეთქდა. სავარაუდოდ, ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებდა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან ექვს წუთში გაწყდა. ავიაკომპანიის განცხადებაში, რომელიც “ფეისბუქზე” გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა ქალაქ დებრე-ზეიტში განიცადა.

ადრე “თაიმერი” წერდა, რომ ამერიკულმა ავიამშენებელმა კომპანიამ Boeing ავიაკომპანიებისა და მფრინავებისგან, რომლებიც Boeing 737 MAX 8-ს და MAX 9-ს იყენებენ, დამალა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი, შესაძლებელია, მიზეზებისგან დამოუკიდებლად პიკისკენ წავიდეს – 2018 წლის 13 ნოემბერს The Wall Street Journal-მა გაავრცელა, აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოსგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, აღნიშნულ მოდელებზე დაყენებულია ავტომატური სისტემა, რომელიც ფრენის დროს თვითმფრინავის ცხვირის ავტომატურ აწევას გამორიცხავს. თუმცაღა, გარკვეულ სიტუაციებში სისტემამ, შესაძლებელია, ცხვირი დაუშვას და მფრინავებს საშუალება არ ექნება მანქანა გაასწორონ მაშინაც, თუკი მას ხელით მართვაზე გადაიყვანენ. ცხვირის მკვეთრი დაწევა პიკამდე მიდის.

Boeing-მა სერია 737 Max-ის თვითმფრინავების თავისებურებაზე ინდონეზიური თვითმფრინავის კატასტროფიდან ერთ კვირაში განაცხადა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მოხდას. სიახლე მოულოდნელი აღმოჩნდა პილოტებისთვის, რომლებიც აღნიშნული თვითმფრინავით დაფრინავენ, რადგანაც მართვის სასწავლო მასალებში ამის შესახებ ინფორმაცია არ წერია.

ინდონეზიური კომპანია Boeing 737 MAX 8-ის სამგზავრო თვითმფრინავი 29 ოქტომბერს აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. დაიღუპა ყველა მგზავრი – 189 ადამიანი, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდა. 8 ნოემბერს აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ გაფრთხილება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ აშშ-ს ფარგლებს გარეთ მფრინავ Boeing 737 MAX-ის 250 თვითმფრინავს, შესაძლებელია, პრობლემები შეექმნათ.

banner
წინა სტატიაშიზედაეწერის გამგებლის „ჩიქორთული“ ქართული და „პერევალზე“ დასრულებული „ქოცნება“
შემდეგი სტატიაგადამწყვეტი ბრძოლა არის 2020-ში და ნუ გამოფიტავთ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ზუგდიდს