გადამწყვეტი ბრძოლა არის 2020-ში და ნუ გამოფიტავთ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ზუგდიდს

ნადვილად გულწრფელი რჩევა ოპოზიციას, კარები შუბლით კი არ უნდა გააღოთ, სახელური უნდა ჩამოსწიოთ. მელიას ზუგდიდში “გამწესების” სურვილი შუბლით კარების გაღებაა. დიდად არ განვავრცოთ ამ საკითხს, მაგრამ ეს არა მხოლოდ მელიასთვის არის დამაზიანებელი როგორც დამარცხების ასევე გამარჯვების შემთხვევაში, არამედ მთლიანად ოპოზიციისთვის. ნუ გგონიათ ეს პროცესი წალენჯიხიდან წამოსული ავტობუსი. 2019 წელია გარეთ და პოლიტიკური ანალოგიები, სულაც არ ნიშნავს ამოცანის გადაწყვეტის იდენტური ხერხით შესაძლებლობას. თბილისი, მთაწმინდა მოიგეთ. რეიტინგებს რაც შეეხება – აბა, მითხარით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თქვენი გაზომილი რეიტინგებით სად გქონდათ უარყოფითი ბალანსი? არსად! შედეგი? ყველაფერს გაყალბებასაც ნუ დააბრალებთ. მოკლედ, არ ვაპირებ ბევრი არგუმენტი დავწერო. მაგრამ ნიკაც დაასვენეთ და სამეგრელოც ცოტა ხანი. გადამწყვეტი ბრძოლა არის 2020-ში და ნუ გამოფიტავთ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ზუგდიდს და რეგიონს. უფრო დეტალურად ვისაც გაინტერესებთ, იცით, რომ არ დაგზარდებით არასოდეს აზრების გაზიარებაში. ამასაც ტყულად რომ არ ვწერ, ეგეც იცით – წერს ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშიკიდევ ერთი სამგზავრო ბოინგ 737 MAX აფეთქდა ჰაერში
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანმა პარტია “კანონი და სამართალი” დააფუძნა