ზედაეწერის გამგებლის „ჩიქორთული“ ქართული და „პერევალზე“ დასრულებული „ქოცნება“

როგორც ჩანს ვიღაცამ უთხრა, ჰარიქა, ვიხუმროთ და მტერს გული გაუსკდებაო და „დაჯდა წერად“ სტატუსისა. „მისწერა რომაა“: „უფასოდ და კომპორტულად წავიყვან ქართული ოცნების მომხრეებს :დდდ … 41… სხვები არ გამომეხმაუროთ აზრი არა აქვს პერევალზე მაინც ჩამოგსვამთ“.
„ზემოდან“ „შემოუთვალეს“: „აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო“. „ქვემოდან“ კი ასძახეს: გამგებელი ისეთივე “შაფიორი” თუ არის, როგორიც მოქართულე, წინასაარჩევნოდ ნამდვილად “კომპორტულად” გაგრძნობინებთ სააჩევნო ყუთთან თავსაო. ზვიად კვაჭანტირაძემ კიდევ „სულ ქოშები ჰყარა“, როგორ გვაკადრეს და მეტყველების მასწავლებელი დაგვიქირავესო. მეტყველების სწავლა კი არა, პირველკლასში მრავალგზის ჩარჩენილი ნუ ჰქნას ასეთი…
ამასობაში მთავარი „გამოგვრჩა“: „მჭერმეტყველი“ „მოსტატუსე“ ირაკლი თორდიაა, … ზედაეწერის გამგებელი.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო რწმუნებულმა ჩაის საწარმო ,,ლაზი“ დაათვალიერა
შემდეგი სტატიაკიდევ ერთი სამგზავრო ბოინგ 737 MAX აფეთქდა ჰაერში