“ყვითელი ჟილეტების” აქციაზე უკვე ათი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის სამხრეთით “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციაზე, რომელიც ქვეყანაში საწვავის ფასის გაზრდის წინააღმდეგ დაიწყო, მეათე ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტში მოხდა. 36 წლის ავტომობილისტი სატვირთოს დაეჯახა გზაჯვარედინზე, რომელიც პროტესტანტებს ჰონდათ გადაკეტილი -ადგილობრივმა მთავრობამ გაავრცელა – “დოიჩე ველე” წერს.

“ყვითელი ჟილეტების” მასობრივი პროტესტი ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. დემონსტრანტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა მინიმალური ხელფასის გაზრდა და გადასახადების დაწევაა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობამ საწვავის გადასახადზე მორატორიუმი დააწესა, საპროტესტო აქცია, ზოგადად, მთავრობის რეფორმების წინააღმდეგ გამოსვლებში გადაიზარდა.

10 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა “ყვითელი ჟილეტების” მოთხოვნების შესრულებაზე თანხმობა განაცხადა. მან თქვა, რომ არსებულ კრიზისზე “პასუხისმგებლობის ნაწილს” საკუთარ თავზე იღებს. “ჩვენ გვინდა, რომ საფრანგეთი იყოს ქვეყანა, სადაც საკუთარი შრომით ღირსეული ცხოვრება შეიძლება” – თქვა მან.
მან ასევე, პირობა დადო, რომ 2019 წელს გადასახადები არ გაეზრდებათ პენსიონერებს, რომელთა პენსია თვეში 2 ათას ევროზე ნაკლებია, გარდა ამისა, ზეგანაკვეთზე მუშაობა არ დაიბეგრება – თქვა მაკრონმა. გამოსვლაში, მან, ასევე, გააკრიტიკა დემონსტრანტების ჯგუფების მიერ ძალადობრივი ქმედებები და პირობა დადო, რომ ყველა ღონეს გამოიყენებს სტაბილიზაციის აღსადგენად.

banner
წინა სტატიაშიროგორ გამოიყურება სახლი, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა?! (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგერმანიაში აშშ-ს ელჩი ჟურნალისტის საქმიანობის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს