ხვიჩია – ოპოზიციონერ კოლეგებს არ ვუყვარვართ, მაგრამ ჩვენ კეთილი ხალხი ვართ და ამის მიუხედავად, მათ წარმატებას ვუსურვებთ

ოპოზიციონერ კოლეგებს არ ვუყვარვართ, მაგრამ ჩვენ კეთილი ხალხი ვართ და ამის მიუხედავად, მათ წარმატებას ვუსურვებთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების მიერ დღეისთვის დაანონსებულ შეხვედრას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ამ შეხვედრაზე „გირჩი“ არ არის მიწვეული.

„მათ არ ვუყვარვართ, რადგან როგორც ჩანს, რთული ხასიათის ხალხი ვართ. ამის მიზეზია, რომ როცა თავს იტყუებენ, ვცდილობთ, შევაჯანჯღაროთ, ასეთ დროს კი, შეჯანჯღარება არავის მოსწონს. როცა ვხედავთ, რომ ლოგიკური ჯაჭვი არ იკვრება და კითხვები გვაქვს, შემდეგ რასაც ვამბობთ, ახდება ხოლმე, რადგან ოპოზიციას სტრატეგიული გეგმა არ აქვს. როგორც ჩანს, ეს ადვილი ასატანი არ არის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიადგილობრივების ინფორმაციით, ვაზიანში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
შემდეგი სტატია“ევროპის უნივერსიტეტისა“ და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა