ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზიანში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

გავრცელებული ინფორმაციით, ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა ჭრილობები ოჯახის წევრებს ცივი იარაღით მიაყენა.

შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით მოხდა.

გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

წყარო: interpressnews.ge

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – როგორ შეიძლება შერიგებაზე საუბარი, როდესაც პოლიტიკური მხარეები ერთმანეთს მანიაკებს, ქურდებს, მკვლელებს, სამშობლოს მოღალატეებს ეძახიან
შემდეგი სტატიახვიჩია – ოპოზიციონერ კოლეგებს არ ვუყვარვართ, მაგრამ ჩვენ კეთილი ხალხი ვართ და ამის მიუხედავად, მათ წარმატებას ვუსურვებთ