ხვიჩია – ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ისტორიულად „ნაცმოძრაობას“ უკავშირდება, გეგმავს საერთო კანდიდატების წარდგენას, სხვები არ მონაწილეობენ, ეს ტაქტიკა არასწორია, შეიძლება, ნიკა მელიას ებრძვიან, მისი წაგება უნდათ

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ისტორიულად „ნაცონალურ მოძრაობას“ უკავშირდება, საერთო კანდიდატების წარდგენას გეგმას, სხვები კი ამაში არ მონაწილეობენ.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, ეს ტაქტიკა არასწორია.

„ეს ფართო ოპოზიციურ ერთიანობას არ მოიცავს, ოპოზიციის ისეთი ნაწილი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ უკავშირდება ისტორიულად, რაღაცნაირად ერთად გეგმავს საერთო კანდიდატების წარდგენას, სხვები არ მონაწილეობენ. მე იმდენად არასწორად მიმაჩნია ეს ტაქტიკა, ვთვლი, რომ რაღაც სხვა ხდება. შეიძლება, ნიკა მელიას ებრძვიან და მისი წაგება უნდათ, სხვანაირად ასეთი კამპანია, როგორ უნდა ჩაატარონ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით კირკიტაძე რუსთავის მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში დახმარებას სთავაზობს
შემდეგი სტატიავატო შაქარიშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს