ხვიჩია – მსოფლიოში არსებობს მაგალითები, სადაც სამხედროები ცვლიან ხელისუფლებებს

ამ მიმართვაში მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, გვინდა თუ არა ქვეყანა, სადაც არჩევნებში სამხედროები ერეოდნენ და ისინი წყვეტდნენ არჩევნების ბედს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, არ არის სასურველი ქვეყანაში სამხედროები ცვლიდნენ ხელისუფლებებს.

„მგონია, ჩვენთან ამას სპეცსამსახურები რომ აკეთებენ, ამის გამო უნდა ვაკრიტიკებდეთ ხელისუფლებას. ყველას თავის საქმე უნდა ჰქონდეს – სპეცსამსახურებს, ჯარს და ყველა ძალოვან უწყებას. მსოფლიოში არსებობს მაგალითები, სადაც სამხედროები ცვლიან ხელისუფლებებს და ალბათ, სააკაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის. არ მინდა, ჩვენი ქვეყანა ასეთი იყოს. ადამიანები ზოგადად, უწყებების რეიტინგს რომ კითხულობენ, ვისაც მეტი რეიტინგი აქვს, ცდილობენ, მათთან საკუთარი თავი დააკავშირონ, წინასაარჩევნოდ ალბათ ასეთებს კი არა, უარესებსაც უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიღიბრაძე – სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი
შემდეგი სტატიავოლსკი: სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს ის დამამცირებელი სიტყვები არ უნდა უწოდო, რაც სააკაშვილის პირიდან ამოვიდა