ვოლსკი: სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს ის დამამცირებელი სიტყვები არ უნდა უწოდო, რაც სააკაშვილის პირიდან ამოვიდა

შენი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს ის დამამცირებელი სიტყვები არ უნდა უწოდო, რაც მისი პირიდან ამოვიდა, – ასე ეხმაურება საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი მიხეილ სააკაშვილის მიმართვას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილისთვის სულ ერთია მიმართავს ჯარს, პოლიციას, ეკონომისტებს თუ მეთუნეებს – მისი ერთადერთი ამოცანაა, როგორმე ქვეყანა შეარყიოს.

„შენი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს ის დამამცირებელი სიტყვები არ უნდა უწოდო, რაც მისი პირიდან ამოვიდა. თუმცა, ეს გასაკვირი არ არის. ეს არის ადამიანი, ვინც ჩვენი დახოცილი მეომრების ცხედრები ბრძოლის ველზე მიატოვა. ეს არის მთავარსარდალი, ვინც მიწაზე დაწვა, როცა თვითმფრინავის ხმა გაიგონა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიატოვა. ეს არის ადამიანი, რომელიც იმის მაგივრად, რომ საკუთარ ჯარს იცავდეს და სიმპათიას გამოხატავდეს, ოღონდ პოლიტიკური პოზიცია გაიძლიეროს, ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია, იკადროს ის, რაც იკადრა.

ჩვენი ჯარი არის მოწინავეთა შორის. ჯარს უამრავი სოციალური პრობლემა მოუგვარდა. ჯარი არის ნატოს სტანდარტებთან მაქსიმალურად მოახლოებული, მოწინავეთა შორის, არაერთხელ გამოიჩინა თავი. ღირსეული ჯარია ღირსეული ოფიცრებითა და რიგითებით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – მსოფლიოში არსებობს მაგალითები, სადაც სამხედროები ცვლიან ხელისუფლებებს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს საკლასო ოთახებში