ხვიჩია – 23:00 საათის ნაცვლად, სააკაშვილი აქ დილის 12:00 საათზე, ან საერთოდ წინა დღით უნდა ჩამოვიდეს

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოში ჩამოსვლის ბილეთი გადაცვალოს და ქვეყანაში 2 ოქტომბერს, დათქმულ დროზე ადრე ჩამოვიდეს.

„23:00 საათის ნაცვლად, მიხეილ სააკაშვილი აქ დილის 12:00 საათზე, ან საერთოდ წინა დღით უნდა ჩამოვიდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ მიხეილ სააკაშვილით ადამიანების დაშინება. თუ ეს გადაწყვეტილება აქვს, ჩამოვიდეს, მაგრამ ასე შორიდან რომ ამბობს, ჩამოვალო, შემდეგ მის არჩამოსვლას ძალიან იმედგაცრუება მოჰყვება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში. მგონია, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ თამაში, რაც დასტურდება ბოლო ცხრა წლის და 15-ზე მეტი არჩევნების შედეგებით. თუ სააკაშვილი ჩამოვა, ვეცდებით, ჩვენი სიტყვა შევასრულოთ და „პორშეთი“ მივაცილოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის ერთ-ერთი ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არც ერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა
შემდეგი სტატიაწულაია – ლონდონისა და ვილნიუსის მერიას 10-ჯერ უფრო ნაკლები მანქანა ემსახურება, ვიდრე ვანის გამგეობას თუ მერიას