ავსტრიის ერთ-ერთი ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არც ერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა

პარტია „საქართველოსთვის“ ავსტრიის ერთ-ერთი ლაბორატორიის დასკვნას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არც ერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა.

„ავსტრიის (ვენის) ლაბორატორიის FTC-Forensisch-Toxikologisches Labor დასკვნით, გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არც ერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა

2021 წლის 14 სექტემბერს ვენის (ავსტრია) ლაბორატორიაში FTC-Forensisch-Toxikologisches Labor ჩატარდა გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, მათ შორის არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი – (მათ შორის ე.წ. მარიხუანა), კოკაინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, MDEA, MDMA, მეფედრონი, ოპიოიდის ჯგუფები: ოპიატები და ჰეროინი, კოდეინი, მორფინი, ბუფრენორფინი, დიჰიდროკოდეინი, ფენტანილი, მეთადონი, ტრამადოლი, ბენზოდიაზეპინები.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არც ერთი ზემოხსენებული ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა. კვლევის შედეგები გაიცა 2021 წლის 28 სექტემბერს“, – -აღნისნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითურნავა – სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ინვესტორს მოთმინება ღალატობს
შემდეგი სტატიახვიჩია – 23:00 საათის ნაცვლად, სააკაშვილი აქ დილის 12:00 საათზე, ან საერთოდ წინა დღით უნდა ჩამოვიდეს