ყველასთან, ვისი ხედვებიც ახლოს მოვა „ევროპული საქართველოს“ გაცხადებულ გეგმასთან, ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას“ – აკაკი ბობოხიძე

„რიგგარეშე არჩევნები და ქვეყნის დახსნა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის საქმე, არამედ ზოგადად ოპოზიციური სპექტრის, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უახლოესი ამოცანაა.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

„კარგია თუ ნაციონალური მოძრაობა ჩამოყალიბდა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ყველაზე სწორი და უმოკლესი გზა გადის არჩევნებზე. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაზე შემოთავაზებას, ეს უბრალოდ სასაცილო მგონია ერთი მარტივი მიზეზის გამო, არ არსებობს ოპოზიციურ პარტიებში პარტია, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს არ ითხოვდეს. პირველ რიგში სწორედ პარლამენტში შესული პარტიები უნდა ჩამოყალიბდნენ, ნაციონალური მოძრაობა და ლელო და არა სხვები. აქ შემოთავაზება რეალურად ოპოზიციურ პარტიებს არ სჭირდებათ, ოღონდ სურვილები უნდა გაცდეს სურვილებს და უნდა ვიხილოთ გეგმის ფორმით. ამიტომ ჩვენ ვნახავთ ნაციონალური მოძრაობის და დანარჩენი ოთხეულის შემოთავაზება მხოლოდ სურვილების გაჟღერების დონეზეა თუ გარკვეულ გეგმებს ეყრდნობა, ამის შემდეგ შევადარებთ თუ რამდენად ახლოა ჩვენს ხედვებთან და ბუნებრივია, რომ ყველასთან, ვისი ხედვებიც ახლოს მოვა „ევროპული საქართველოს“ გაცხადებულ გეგმებთან, ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას, იმიტომ რომ რიგგარეშე არჩევნები და ქვეყნის დახსნა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის საქმე, არამედ ზოგადად ოპოზიციური სპექტრის, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უახლოესი ამოცანაა.“ – განაცხადა ბობოხიძემ

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა
შემდეგი სტატია„ივანიშვილის გარემოცვა არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომელიც მის ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნის“ – გიგა ბოკერია