ყველაფერს აეხდება ფარდა, ვიტყვით რეალურად რა ხდება” – კალაძე EU-ს კ

პრემიერმინისტრისა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის შემდეგ, თბილისის მერიც იმეორებს, რომ თუ ევროპული საბჭოსა და კომისიის პასუხი რეზოლუციის მსგავსი იქნება, “ყველაფერს ფარდა აეხდება”. ამის შესახებ კახი კალაძემ კომენტარი მზიურის პარკში გააკეთა.

“როდესაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები, როდესაც ხდება შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიღება, რომელიც პირდაპირი შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხები ყოველთვის. […] ყველაფერს აეხდება ფარდა და ყველაფერს ვიტყვით რეალურად რა ხდება”, – თქვა კალაძემ.

კალაძის აზრით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა სტატუსის მისაღებად, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რომ სტატუსი მიიღოს.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი – მშვიდობა შესაძლებელია, თუმცა ისმის კითხვა, რამდენი ტერიტორიის, თავისუფლებისა და დემოკრატიის მსხვერპლისთვის არიან მზად უკრაინელები მშვიდობისთვის, ეს დილემა წარმოქმნა პუტინის შეჭრამ უკრაინაში
შემდეგი სტატიათბილისის მერმა 13 ივნისის მემორიალი გვირგვინით შეამკო