სტოლტენბერგი – მშვიდობა შესაძლებელია, თუმცა ისმის კითხვა, რამდენი ტერიტორიის, თავისუფლებისა და დემოკრატიის მსხვერპლისთვის არიან მზად უკრაინელები მშვიდობისთვის, ეს დილემა წარმოქმნა პუტინის შეჭრამ უკრაინაში

მშვიდობა შესაძლებელია, თუმცა კითხვა შემდეგშია – რამდენი ტერიტორიის, რამდენი სუვერენიტეტის, რამდენი თავისუფლებისა და რამდენი დემოკრატიის მსხვერპლად შეწირვისთვის არიან მზად უკრაინელები მშვიდობისთვის. ეს არის მორალური დილემა, რომელიც წარმოქმნა პუტინის ძალადობრივმა შეჭრამ უკრაინაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა ფინეთში ვიზიტის დროს, ფინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ მშვიდობისთვის საუკეთესო გზა არის პუტინის მიერ ომის დასრულება.

„მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ ისმის კითხვა, როგორი მშვიდობა? თუ უკრაინა გაიყვანს საკუთარ ჯარებს და შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი და სუვრენული სახელმწიფო ევროპაში. თუ პრეზიდენტი პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ ჩვენ გვექნება მშვიდობა. ანუ, დილემა შემდეგია – მშვიდობა ყოველთვის შესაძლებელია, დანებებას შეუძლია მშვიდობის მოტანა, თუმცა როგორც უკვე ვიხილეთ, უკრაინელებისთვის მიუღებელია მშვიდობა ნებისმიერ ფასად. მათ უკვე გადაიხადეს დიდი საფასური დამუკიდებლობისთვის. ჩემი შესაფასებელი არ არის, რამდენად მაღალი საფასურის გადახდისთვის უნდა იყვნენ მზად უკრაინელები. ჩვენც ვიხდით საფასურს, რადგან ვეხმარებით უკრაინას. ჩვენ ვხედავთ სანქციების ეკონომიკურ შედეგებს. თუმცა, ეჭვგარეშეა რომ ყველაზე დიდ საფასურს უკრაინელები იხდიან ყოველდღე. ამიტომ არა ჩემი, მათი შესაფასებელია, რა საფასურის გადახდისთვის არიან მზად მშვიდობისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს არის მორალური დილემა – მშვიდობა შესაძლებელია, ისმის კითხვა, რამდენად დიდი საფასურის გადახდისთვის არიან ისინი მზად მშვიდობისთვის. საუკეთესო გზა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად არის პუტინის მიერ ამ უაზრო ომის შეწყვეტა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ერთი კაცი, ერთი სახელმწიფო არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება და ეს არის პრეზიდენტი პუტინი. დიახ, ჩვენ ვდგავართ რთული დილემების წინაშე, მაგრამ ეს დილემები შექმნა პუტინის ძალადობრივმა შეჭრამ უკრაინაში და ეს შეიძლება, მოგვარდეს, თუ ის ომს დაასრულებს. ასე რომ, მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ კითხვა შემდეგია – რა საფასურის გადახდისთვის ხართ მზად, რამდენი ტერიტორიის და რამდენი სუვერენიტეტის დათმობისთვის, რამდენი თავისუფლებისა და რამდენი დემოკრატიის მსხვერპლად შეწირვისთვის ხართ მზად მშვიდობისთვის. ეს არის ძალიან რთული მორალური დილემა და ეს შეფასება უნდა გააკეთონ მათ, ვინც დღეს იხდის ყველაზე დიდ საფასურს. ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი მხარდაჭერა“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაში32 300 განადგურებული რუსი ოკუპანტი – უკრაინის გენშტაბი აგრესორის დანაკარგებზე
შემდეგი სტატიაყველაფერს აეხდება ფარდა, ვიტყვით რეალურად რა ხდება” – კალაძე EU-ს კ