ყველანაირი კრიზისია

„ძალიან მწვავეა სიტუაცია, როგორც მე ვთქვი მე უკვე, ყველანაირი კრიზისია. არსებობს ღირებულებითი კრიზისი, სახელმწიფოებრივი კრიზისი, ინსტიტუციონალური კრიზის, პოლიტიკური კრიზისი, ყველა კრიზისი არის სახეზე და ეს ხდება „ქართული ოცნების“ გამარჯვების 6 წლისთავზე,“ – ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ნინო გოგუაძე გადაცემაში „ომეგა ჯგუფის“ საქმის ირგვლივ გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე საუბრობს.

გოგუაძე ამბობს, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ვერ იფიქრებდა, რომ 6 წლის შემდეგაც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ისევ იქნებოდა ლაპარაკი სახელმწიფო რეკეტზე.

„ნაციონალების ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებების გახსენება ვერ გაამართლებს, არ გაამართლებს იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რომელიც ხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში,“ – განაცხადა გოგუაძემ.

გოგუაძის თქმით, „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულმა სკანდალმა სამი ძირითადი სისტემური პრობლემა გამოავლინა, რაც დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლაში გამოიხატა. ასევე, ვალის რეკონსტრუქციის გამო ითხოვდნენ ფულს, რაც კორუფციულ სქემას წამოადგენს. მისი თქმით, მესამე პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ რეკეტს გულისხმობს.

„კონკრეტულ დანაშაულებზე ვერ დავაკისრებ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე, პასუხისმგებლობას ვაკისრებ იმაზე, რაც თქვენთან ეთერში არაერთხელ მითქვამს, რომ არაფორმალური მმართველობა არის არა მარტო იმიტომ საშინელი, რომ ერთი არაფორმალური პირი იღებს გადაწყვეტილებას, არამედ არაფორმალური მმართველობის პირობებში, ჩნდებიან სხვა არაფორმალური პირები, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფრო მეტი ძალაუფლება და ავტორიტეტი, ვიდრე ოფიციალური თანამდებობის პირებს და ეს ანგრევს სახელწმიფოს,“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაშიკარასინის ინფორმაციას, საქართველო-რუსეთის პირველი პირების შეხვედრის მომზადებაზე ზურაბ აბაშიძე კატეგორიულად უარყოფს
შემდეგი სტატიადოლიძე გვრიტიშვილის წინააღმდეგ – სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდება