კარასინის ინფორმაციას, საქართველო-რუსეთის პირველი პირების შეხვედრის მომზადებაზე ზურაბ აბაშიძე კატეგორიულად უარყოფს

აფხაზეთის რკინიგზის საკითხს განიხილავენ1 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შედეგებზე საუბრისას კარასინმა თქვა, რომ მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების უმაღლესი დონის შეხვედრას და რომ მხარეები ამ საკითხზე მუშაობენ. საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო – “ეხოკავკაზა” წერს. “არა, ვიმეორებ, მსგავსი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე არ განიხილებოდა. თეორიულად ასეთი შეხვერდა შესაძლებელია” – თქვა აბაშიძემ.
საქართველოს პრემიერის წარმომადგენლის თქმით, 1 ოქტომბრის შეხვედრაზე მანდატით განსაზღვრული საკითხები განიხილეს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული. ამავე დროს, კარასინი შეხვედრაზე საქართველოს პრემიერის გაეროში გამოსვლას შეეხო, რაზეც საქართველოს პოზიცია ასეთია – რომ მისი გამოსვლა იყო საინტერესო, იქ პრინციპულად იყო შეფასებული პრობლემატური საკითხები, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში არსებობს – თქვა ზურაბ აბაშიძემ.

“ცხადია, გამოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკის კრიტიკას შეიცავდა – ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, ამ რეგიონების მილიტარიზაცია და სხვა, იყო რუსეთის მხარისადმი მიმართვა, რომ მან საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს, რომელიც 2008 წლის შეთამხმებით ევალება, იყო აფხაზებისადმი და ოსებისადმი მიმართვა – ასე, რომ ვთვლი, რომ ჯამში, ჩვენი პრემიერის გამოსვლა სწორი იყო და ამაზე ბატონ კარასინს ვესაუბრე” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშირიტორიკულად ვიტყვი, რომ თუ დღეს ვინმე უნდა გადადგეს, ის არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც ისტერიკაში მყოფები კიოდნენ, ყველაფერი იუსტიციის მინისტრის ბრალიაო
შემდეგი სტატიაყველანაირი კრიზისია