,,ყველა ტელევიზია საქართველოსთვის სრულიად გარდაცვლილია”

სოციალურ ქსელში ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პოსტს აქვეყნებს სადაც მედიის მიერ აქტიური მოვლენების გაშუქებით უკმაყოფილოა. ,,თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,უდიდესი ბოდიში ყველასთან,მაგრამ მგონია რომ მთელი ერი ჭკუიდან შევიშალეთ.ამ წუთშიც კი ჟენევის მოღალატეობრივ საიდუმლო სერობაზე წყდება აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონზე რუსეთისათვის სატრანზიტო გზების გახსნის საკითხი სომხეთ-ირანისათვის,რაც აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ საბაჟო სუბიექტებად აღიარებისა და სუვერენიტეტის ცნობის ტოლფასია. ამ დროს მთელი სატელევიზიო სივრცე დაკავებულია პორნო-ფირების გავრცელების,ფოფხაძის და მსგავსთა მისთა უმრავლესობიდან გასვლა-არ გასვლის, აგრეთვე ვინმე ქადაგიძის ფაკულტეტის დეკანობიდან გაშვების საკითხებით.სირცხვილი და კიდევ სირცხვილი.იმედია ღირსეული მომავალი თაობა საფლავებზე ღირსეულად დაგვაფურთხებს. P.S ამ ტრაგედიაზე კი ჩემი განცხადება გააშუქა მხოლოდ რუსთავი2-მა ისიც 15 საათიანში სულ ბოლოს. დანარჩენი ყველა ტელევიზია კი საქართველოსთვის სრულიად გარდაცვლილია, ვაი თქვენს პატრონს და ქვეყნის პატრონსაც თუ არსებობს რა თქმა უნდა ასეთი”-ავრცელებს სოციალურ ქსელში პოსტს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში ექვსსართულიანი სახლი ჩამოიშალა
შემდეგი სტატიაატოცში ძლიერი ხანძარია