ატოცში ძლიერი ხანძარია

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ცნობით, ატოცში, დეფაქტო საზღვართან ძლიერი ხანძარია.
როგორც მოძრაობის წევრები აღნიშნავენ, ხანძარი ხეებს უკიდია და ის დაახლოებით 17:30 საათზე გაჩნდა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამოქალაქო აქტივისტები ლაშა ბერულავა და დავით ქაცარავაც.

,,ატოცში, ოკუპანტების მხარეს უძლიერესი ხანძარია. უახლოვდება საოკუპაციო ხაზს”- აქყვენებს ინფორმაციას დავით ქაცარავა.

,,ცეცხლი ბოძებისკენ მოიწევს. ჩვენ კარავთან ვართ, თუ აქეთ გავრცელების საშიშროება იქნება, კარავს დავშლით. ახლა ლაივი ჩაერთვება, თუ გამოჩნდა სმარტფონის კამერით”- ლაშა ბერულავას პოსტი.

banner
წინა სტატიაში,,ყველა ტელევიზია საქართველოსთვის სრულიად გარდაცვლილია”
შემდეგი სტატიარუსული მედია: საქართველო რუსეთთან მნიშვნელოვან დათმობაზე მიდის