,,ყველა სახელისუფლებო სტრუქტურასთან სამუშაო, კონსტრუქციული ურთიერთობა მექნება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პრეზიდენთან და ყველა სახელისუფლებო სტრუქტურასთან ექნება კონსტრუქციული დამოკიდებულება , – ამის შესახებ ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა ბაკურიანში განახლებულ “კოხტას” გახსნაზე განუცხადა. “მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას შორის იყოს სამუშაო ურთიერთობა. ჩემი მხრიდან იქნება ჩვეულებრივი, კონსტრუქციული დამოკიდებულება ყველა სახელმწიფო სტრუქტურასთან”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვისას – თუ როგორი ურთიერობა ექნება პრეზიდენთან. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს გიორგი მარგველაშვილთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია. “მე არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა ცუდი ურთიერთობა პრეზიდენტთან. მე ბევრჯერ შევსწრებივარ სამუშაო სიტუაციას, თუმცა გარკვეული დელიკატური მომენტები იყო”, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

banner
წინა სტატიაშირაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს გაიმართება
შემდეგი სტატია“ქუთაისში ლიფტისა და ცემენტის ქარხნები გაიხსნება”