რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს გაიმართება

ცნობილი ხდება რაგბის კავშირის ყრილობის ჩატარების თარიღი, სადაც ახალი პრეზინდეტი უნდა აირჩიონ. კავშირის წევრები 24 იანვარს, სასტუმრო მარიოტ ქორთიარდში შეირკიბებიან.
ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არც ერთი კანდიდატურა წარდგენილი არაა.

ცნობილი ხდება, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს კახაბერ კობახიძე. მან საკუტარი გეგმების შესახებ კურიერთან სატელეფონო საუბრის დროს ისაუბრა.

“18 იანვრამდე არის განცხადებების შეტანა შესაძლებელი და ახალი წლების შმედეგ შევა ჩემი განცხადება,”- აცხადებს კახაბერ კობახიძე.

ქართული ოცნების წევრს ირაკლი აბუსერიძეს კი არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას კვლავ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში.

“გამორიცხული არაფერი არ არის. გავივლი შიდა კონსულტაციებს და მივიღებ გადაწყვეტილებას,”- აცხადებს აბუსერიძე.

რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ გადწყვეტილებას არ შეიცვლის და საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიაში საპრემიო თანხა 10 მილიონით შემცირდა
შემდეგი სტატია,,ყველა სახელისუფლებო სტრუქტურასთან სამუშაო, კონსტრუქციული ურთიერთობა მექნება”