„ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის თანაბარი სათამაშო ველი უნდა იყოს შექმნილი“

იან კელი

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას, საჭიროა არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდეს.

ელჩის თქმით, აუცილებელია, ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიასაშუალებები.

„ჩვენ ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. გვსურს, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ და დემოკრატიულმა საზოგადოებამ. ამისთვის საჭიროა თავისუფალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. აუცილებელია, ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიასაშუალებები და ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის თანაბარი სათამაშო ველი იყოს შექმნილი“, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილთან პატიმრის საქმეზე მიმოწერა კობახიძის ამჟამინდელ თანაშემწესაც ჰქონდა
შემდეგი სტატიამაკა ასათიანის ადვოკატი ლევან და გია გაჩეჩილაძეებს კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს