მაკა ასათიანის ადვოკატი ლევან და გია გაჩეჩილაძეებს კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს

მაკა ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე ლევან და გია გაჩეჩილაძეებს მიმართავს, რომ კონსულტაციებისთვის მზად არის.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენიაზე ადვოკატმა განაცხადა, საჯაროდ სთავაზობს გიორგი და ლევან გაჩეჩილაძეს, რომ მხარეები გადავიდნენ კონსტრუქციულ რეჟიმში იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც „მაესტროს“ გადახდისუნარინაობას ეხება.

„ვთავაზოთ მათ კიდევ ერთხელ, რომ დაფიქსირდნენ „მაესტროს“ კრედიტორად სასამართლოში. ამისათვის სიმბოლურად საჭიროა თუნდაც 1 ლარის ჩარიცხვა „მაესტროს“ ანგარიშზე. ვთხოვთ მათ, წამროადგინონ სასამართლოში ე.წ რეაბილიტაციის გეგმა, რომელზ დიდი ხანია საუბარობენ. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს რეაბილიტაციის გეგმა რეალურად არსებობს და მზადა ვართ ჩავებათ მის განხილვაში“,-აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, საჯაროდ პირობას დებს, რომ თუკი რეაბილიტაციის გეგმა იქნება დამაკმაყოფილებელი ყველასთის, მათ შორის კრედიტორებისათვის, ტელევიზიისთვის, საზოგადეობისთვის, „ჩვენ დავუჭერთ მხხარს რეაბილიტაციას და შესაბამისად უარს ვიტყვით გაკოტრების კუთხით მოვლენების განვითარებაზე“.

თუმცა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამისათვის აუცილებელია, რეაბილიტაციის გეგმა იყოს დასაბუთებული, გაწერილი არა განუსაზღვრელ ვადაზე, არამედ კონკრეტული ვადების მითითებით, კონკრეტული კრედიტორების მიმართ დავალიანებების გადახდის შემოთავაზებით და გამჭვირვალედ.

banner
წინა სტატიაში„ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის თანაბარი სათამაშო ველი უნდა იყოს შექმნილი“
შემდეგი სტატია„მნიშვნელოვანია, რომ ირანელებმა თავად იხილონ, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ“