ყველა პარტიას გვქონდა კონსულტაცია, რომ ბუჩაში ვიზიტი შედგეს, ეს იქნება პარტნიორებისთვის ჩვენი ქვეყნის პოზიციის ჩვენება – ხოშტარია

ამ ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ისინი გარკვეულ დაპირისპირებაშიც კი არიან უკრაინასთან,- ასე გამოეხმაურა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პასუხს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიწვევის შესახებ.

როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლებს მთავრობის კრიტიკაზე მეტი ევალებათ და მათი ბუჩაში ვიზიტი საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველოს პოზიციის ჩვენება იქნება.

„ჩვენ, ოპოზიციას მეტი გვევალება, ვიდრე უბრალოდ მთავრობის კრიტიკა. ამიტომ დიახ, ჩვენ, პრაქტიკულად ყველა პარტიას გვქონდა კონსულტაცია, რომ ბუჩაში ვიზიტი შედგეს. ეს იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის ჩვენი ქვეყნის პოზიციის ჩვენება. ახლა მიდის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა კალინინგრადის ოლქში სამხედრო წვრთნები ჩაატარა
შემდეგი სტატიაკულტურის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ შრომის კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება