“ყველა მცდელობა, მე-18 დაწესებულება წარმოაჩინონ ადეკვატურად სააკაშვილისთვის მკურნალობის გასაწევად, არის მტკნარი სიცრუე”

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ყველა მცდელობა, რომ მე-18 დაწესებულება მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის გასაწევად ადეკვატურად წარმოაჩინონ, არის მტკნარი სიცრუე.

მისივე თქმით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში რეანიმატოლოგი არ იყო და სახალხო დამცველის ვიზიტის შემდეგ დანიშნეს.

„ჩვენ უკვე ვნახეთ ასეთი შემოწმება მიუკერძოებელი სუბიექტის, სახალხო დამცველის მხრიდან, რომელმაც გაგზავნა ექსპერტები და დადო შეფასება, რომ არ შეესაბამებოდა იმ კრიტერიუმებს, რომელიც განსაზღვრა კონსილიუმმა. ამის შემდეგ, ყველა მცდელობა წარმოაჩინონ მე-18 დაწესებულება ადეკვატურად მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის გასაწევად, არის მტკნარი სიცრუე. რეანიმატოლოგი არ იყო და სახალხო დამცველის ვიზიტის შემდეგ დანიშნეს. ცდილობენ გამოასწორონ შეფასებები და ალბათ, ახალი საავადმყოფოს აშენებას ვერ ასწრებენ ფიზიკურად გლდანის ციხის ტერიტორიაზე და ამიტომ არის ამ დრომდე ასეთი განცხადებები გაკეთებული, თორემ ააშენებდნენ ახალ ჰოსპიტალსაც”, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია ხარჩილავა: ჯგალს არავის ავაწიოკებინებ (ვიდეო)
შემდეგი სტატიახელაშვილი: ვადასტურებ, რომ იყო შელაპარაკება ნონა მამულაშვილთან