ხელაშვილი: ვადასტურებ, რომ იყო შელაპარაკება ნონა მამულაშვილთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხელაშვილი ადასტურებს, რომ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნონა მამულაშვილთან შელაპარაკება მოხდა.

როგორც ხელაშვილმა განაცხადა, ნონა მამულაშვილმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული პირადი კომენტარი გააკეთა მის მიმართ.

„ვადასტურებ, რომ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის დასრულების შემდეგ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი დეპუტატ მამულაშვილთან, რომელმაც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელი შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული პირადი კომენტარი გააკეთა ჩემ მიმართ“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ყველა მცდელობა, მე-18 დაწესებულება წარმოაჩინონ ადეკვატურად სააკაშვილისთვის მკურნალობის გასაწევად, არის მტკნარი სიცრუე”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნის ღონისძიებას  დაესწრო