ყველა ის გუნდი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის

ყველა ის გუნდი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის- ეს განცხადება, ენმ-ს პოლიტსაბჭოს მდივანმა, ნიკა მელიამ გააკეთა.

მელიამ შუალედური არჩევნების შემდეგ, ოპოზიციონერი ლიდერების, თანაგუნდელების მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა, რომელიც არჩევნების შედეგების არაღიარებას და ბრძოლის დაწყებას ეხებოდა. მელია ფიქრობს, რომ მთავარია გეგმა, რომელიც პარტიამ უნდა შეიმუშავოს. ყველა გადაწყვეტილება ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე უნდა დაამტკიცოს გუნდმა და არა ერთმა პიროვნებამ.

ნიკა მელიას თქმით, ემოციური განცხადებების გაკეთება, რომლის პოლიტიკური შედეგიც გაუაზრებელია, არ შეიძლება.

„ეს არ ნიშნავს, რომ აქცია არ უნდა დაიწყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ უნდა დაიგმოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შენელდეს ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი რეჟიმის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. ეს ამას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვან განცხადება ჯერ გახდეს გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი, ეს არის მნიშვნელოვანი და წარმატების ერთ-ერთი საწინდარი, ჩემი აზრით და ამის შემდეგ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. არაფერი აქ რაღაცა სკანდალის შემცველი ნამდვილად არ არის. ყველა ის გუნდი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის და ჩვენ, საჩუქარი გამარგინალებულ, გაბანკროტებულბიძინა ივანიშვილს არ უნდა გავუკეთოთ,“ – აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაში“არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდა და ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი ფაქტიც ვერ დაიდო” – კახი კალაძე
შემდეგი სტატიაამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა, ძალადობა და ხელშეშლა ჟურნალისტურ საქმიანობაში- ომბუდსმენი ფაქტების გამოძიებას ითხოვს