“არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდა და ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი ფაქტიც ვერ დაიდო” – კახი კალაძე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნი კახი კალაძე არჩევნების შედეგებს ეხმაურება.

მისი თქმით, მცირე ინციდენტების და დაპირისპირების მიუხედავად არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდა.

“მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ზუგდიდში, იყო მცდელობა არეულობის შემოტანის, პროვოკაციების, ექსცესები არ ყოფილა. იყო მცირე დაპირისპირებები, მაგრამ საერთო, ჯამში მშვიდობიანად ჩატარდა არჩევნები და ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი ფაქტიც ვერ დაიდო” – აღნიშნა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების შეცვლა ითვალისწინებს კომუნიკაციას ამომრჩეველთან, მათ შორის საპროტესტო აქციებს – დეკანოიძე
შემდეგი სტატიაყველა ის გუნდი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის