ყველა ცვლილება გარდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა, ოპოზიციური სპექტრის დაშლას ისახავს მიზნად

სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!პროპორციული საარჩევნო სისტემა და ცვლილებები საარჩევნო კოდექსში – საკითხზე მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის წევრებმა იმსჯელეს. ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობაში იმგვარი მუხლების ჩადებას აპროტესტებენ, რომელიც პარტიებს არათანაბარ პირობებში ჩააყენებს.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამგვარი ხერხით გაერთიანებული ოპოზიციის განეიტრალებას ცდილობს. მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან ასეთი მცდელობა უშედეგოა, რადგან ერთადერთი ალტერნატიული და სერიოზული ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, ეს გაერთიანებული ოპოზიციაა.

˜„ყველა ძირითადი ცვლილება, რაზეც არის განხილვა დღეს, გარდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა, ერთადერთ მიზანს ისახავს მიზნად, როგორმე დაშალონ ოპოზიციური სპექტრი, დაიშალოს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, იმიტომ, რომ შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩვენ მათ მოვუგეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ჩვენ ვართ ერთადერთი ალტერნატივა „ ქართული ოცნებისთვის“ და ძალიან კარგად იციან, რომ დამარცხდებიან. ამის საპასუხოდ ერთი რამე მინდა ვუთხრა, დამშვიდდით, ხალხო, ნეტა ასეთი მონდომებული გაჭირვების და კორუფციის წინაშე ბრძოლაში იყოთ. მაინც არ დავიშლებით, გაერთიანებული ოპოზიცია ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ყველა ცვლილებაზე ბოლომდე ვიმუშავებთ აბსოლუტურად, მაგრამ არ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ის პირობა, რომელიც დადებულია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეს პირობა დაირღვეს,“- განაცხადა ვაშაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30 პროცენტიან დანამატს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: წარმოდგენილ კანონს აკლია ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება