ხვალინდელი მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა არის ძალიან მნიშვნელოვანი-ლომჯარია

ხვალინდელი მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან ერთად ეს პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რაც კი შეიძლება ქვეყანაში მიმდინარეობდეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

„პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს იმ რაოდენობის მოსამართლეობის კანდიდატებს, რა რაოდენობაც არის აუცილებელი უზენაესი სასამართლოს ნორმალური მუშაობისთვის, ხოლო დანარჩენი წევრები უნდა დაინიშნონ გამჭირვალე და სწორი კანონმდებლობის საფუძველზე, სადაც არ იქნება ფარული კენჭირყრა და სადაც კანდიდატებს შეეძლებათ გაასაჩივრონ მიღებული გადაწყვეტილებები. კანდიდატებს ეცოდინებათ, რის გამო არ გახდნენ კანდიდატები და რის გამო წარადგინეს სხვა კანდიდატები პარლამენტში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ

banner
წინა სტატიაში“როდესაც ზურაბიშვილის ეს განცხადება მოვისმინე, თავი რიგით ჯარისკაცად წარმოვიდგინე”
შემდეგი სტატიამელია მისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხს ეხმაურება-“გააკეთებენ იმას, რასაც ეტყვის ერთი კერძო პირი ბატონი ივანიშვილი”