“როდესაც ზურაბიშვილის ეს განცხადება მოვისმინე, თავი რიგით ჯარისკაცად წარმოვიდგინე”

“როდესაც ზურაბიშვილის ეს განცხადება მოვისმინე, თავი რიგით ჯარისკაცად წარმოვიდგინე, რომელიც არის ჯარში, ყაზარმაში. რა განცდა ან შთაბეჭდილება უნდა დარჩენოდა ათასობით ქართველ ჯარისკაცს?

უმაღლესი მთავარსარდალი როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს შემთხვევითი არ არის. ეს ადამიანი არ ემსახურება საქართველოს, სახელწიფოს ინტერესებს.

ზურაბიშვილი ემსახურება ჩვენი მტერი სახელმწიფოს ინტერესებს, მგონია უკვე ყველა დავრწმუნდით ამაში. შემთხვევითი წამოცდენები ეს არაა, ესაა კარგად ნაფიქრი, გააზრებული განცხადებები, რომელიც კეთდება მისი მხრიდან.

მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი აუცლებლად დაასრულებს პრეზიდენტად ყოფნას იმპიჩმენტით.
ეს არის წარმოუდგენლად მავნე თანამდებობის პირი, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, ემსახურება რუსეთის ინტერესებს.

ასეთი განცხადებები შემდეგ, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, ეს ადამიანი დაექვემდებარებოდა იმპიჩმენტის პროცედურებს, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ უფრო სამარცხვინო მცდელობებს ვხედავთ ქართული ოცნების მხრიდან, როგორ ამართლებენ ამ ადამიანს. ”- ამბობს ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილზე, რომელმაც საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე თქვა: “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი”.

კონსტიტუციით პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.

banner
წინა სტატიაშიასეთ განცხადებებს მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ-მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებაზე
შემდეგი სტატიახვალინდელი მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა არის ძალიან მნიშვნელოვანი-ლომჯარია