ხვალიდან შობის მარხვა იწყება

news
ავტ.: news ნოემბერი 27, 2016 16:46

ხვალიდან შობის მარხვა იწყება

საშობაო მარხვა 28 ნოემბრიდან იწყება. დღეს კი მორწმუნეებისთვის შობის მარხვის აღებაა. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ.

მარხვა მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის ამზადებს. საშობაო მარხვა 40 დღე გაგრძელდება და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება.

შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.

ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის.

„როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, – წერს წმიდანი.

წმიდათა მამათა, მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში, წლის განმავლობაში, ოთხი ძირითადი მარხვაა. ესენია: აღდგომის, პეტრე-პავლობის, მარიამობის და შობის.

hqdefault

news
ავტ.: news ნოემბერი 27, 2016 16:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics