მთავრობა პრაქტიკულად არ შეცვლილა-თორნიკე შარაშენიძე

მთავრობა პრაქტიკულად არ შეცვლილა-ამ განცხადებას ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აკეთებს. ანალიტიკოსი მთავრობის ახალ შემადგენლობას აფასებს და ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა და ეს შარაშენიძის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას დანიშვნაა. მისივე თქმით, მომხდარი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გიორგი გახარიას პირდაპირი კავშირი აქვს ივანიშვილთან.

“მთავრობა პრაქტიკულად არ შეცვლილა. არის ერთი სერიოზული ცვლილება – გახარია, რომელსაც პირდაპირი კავშირი ივანიშვილთან, რაც მნიშვნელოვანია. თუ გინდა რომ მინისტრი ეფექტური იყოს უნდა ჰქონდეს პირდაპირი კავშირი მმართველთან თუ გაგრძელდა ის ბოლო 4 წელი რაც იყო, იქნება ძალიან ნელი ეკონომიკური ზრდის ტემპი. ჩვენი ვალუტის გაუფასურებაზე გარე ფაქტორები მოქმედებს, მაგრამ მოსახლეობას ეს არ აინტერესებს, მათ აწუხებთ ჯიბე,”- აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

banner
წინა სტატიაში(video) კიევში მიხეილ სააკაშვილის მიტინგი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიახვალიდან შობის მარხვა იწყება