ხვალ პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება

კვირაცხოვლობას, ხვალ, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება. სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 43-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება. პატარებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და სააღდგომო ეპისტოლე გადაეცემათ.

ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 27 310 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 22-ე ნათლობა სამების ტაძარში ნათლისღების დღესასწაულზე შედგა.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტული პარტია კატეგორიულად გმობს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებას”
შემდეგი სტატიახმაურის ფონზე გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვა ქუთაისში