ხმაურის ფონზე გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვა ქუთაისში

,,დაბრუნების“ თავმჯდომარე და ,,აფხაზთა კრების“ ლიდერი მალხაზ პატარაია ეხმიანება:

მალხაზ პატარაია დააკავესხმაურის ფონზე გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვა ქუთაისში.

მოძრაობა აფხაზეთის კრების განმარტებით, ცვლილებებით აფხაზეთი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად გამოცხადდება და სრულად გაწყვეტს კავშირს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

„აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ნიშნავს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მხოლოდდამხოლოდ ერთი ფურცელი აკლია ამ ყველაფერს – აფხაზეთის დამოუკიდებლობის აქტი. ზუსტად ამას ვეწინააღმდეგებით. ესენი მალულად, ფარულად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გაიხანგრძლივონ დრო თავიანთ სკამებზე,“ – აცხადებენ აფხაზეთის კრების წევრები.

რისკებს ვერ ხედავს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. გია გვაზავას განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას რჩება პარლამენტთან და პრემიერთან კონსულტაციის ვალდებულება.

banner
წინა სტატიაშიხვალ პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება
შემდეგი სტატია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს