ხვალ ღამით, 00:00 საათიდან 6:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე მოძრაობა შეიზღუდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 7, 2020 20:04

ხვალ ღამით, 00:00 საათიდან 6:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე მოძრაობა შეიზღუდება

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ამაღამ და ხვალ ღამით, 00:00 საათიდან 6:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე არსებული გამწვანებული კლდის გაწმენდის, დასუფთავებისა და მცენარეების ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ტერიტორია, რთული რელიეფის გამო, წლებია, არ გაწმენდილა. ინფორმაციას თბილისის მერია ავცელებს.

სამუშაოები მოითხოვს გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა დანიშნულების სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების განთავსებას, რაც საჭიროებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას.

გამწვანებული კლდოვანი კედელი ამონაყარისგან და ლელქაშისგან გაიწმინდება; გაისხვლება და ფორმირდება ხე-მცენარეები, ასევე, მოწესრიგდება მწვანე საფარი.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 7, 2020 20:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,627
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics